თბილისში მთვრალი მამაკაცი ყოფილ ცოლს და მის მშობლებს დანით თავს დაესხა, – ინფორმაციას “ტაბულა” ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომელთა ცნობითაც კაცმა ყოფილ ცოლს ხუთჯერ დაარტყა დანა, მათ შორის ერთი – თავში.
მათი თქმით, სამივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მამის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევია. გარდა ამისა, მას ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესცენტრში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნტი).

