ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შტატების შემცირება გარდაუვალია და ეს დიდწილად, ადმინისტრაციულ ნაწილზე მოვა”

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი  მიხეილ გიორგაძე მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  შტატების შემცირება გარდაუვალია და ეს დიდწილად, ადმინისტრაციულ ნაწილზე მოვა.  მისი თქმით, ის  ჯერ ციფრებზე სასუაბროდ მზად არ არის, რადგანაც საშტატო განრიგის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს.

„ადამიანის რაოდენობის მხრივ, ციფრებზე სასაუბროდ, ბუნებრივია, არ ვარ მზად, იმიტომ რომ, ოპტიმალური როგორც სტრუქტურა, ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ. შენობებს რაც ეხება, პირველ ხანებში, ალბათ, მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური და იდეალური იქნებოდა ერთ შენობაში განთავსება, ელემენტარული კომუნიკაციის, სამუშაო ატმოსფეროს შექმნისთვის“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

გიორგაძემ აღნიშნა, რომ სპორტის მინისტრის მოადგილეებიდან ერთი ან ორი, უკვე მისი მოადგილის პოსტებს დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება.

იტვირთბა....