ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამუკა ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში ენმ-ს 20 000 ლარი შესწირა”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ს ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში 20 000 ლარი შესწირა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.  შესაბამისი ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული, რომელზეც პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია

შეგახსენებთ, რომ  მამუკა ბახტაძეს 2013 წლის მარტიდან დღემდე “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. ის ახალ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ წარადგინა.

იტვირთბა....