“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო ადვოკატ გიორგი ონიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ პოლიტსაბჭოს წევრ, ადვოკატ გიორგიონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნისა დაშერჩევითი მართლმსაჯულების პრაქტიკის გაგრძელებაა.
გიორგი ონიანის დაპატიმრება ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების მთავრობის მიერპოლიტიკური ოპონენტებისა და ადვოკატების დევნა, სისტემურ ხასიათს ატარებს დასამართლებრივი ბერკეტები კვლავაც აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური ოპოზიციისწინააღმდეგ.
გიორგი ონიანის საქმე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის თვალნათელი ნიმუშია, რაცუგულებელყოფს ევროსაბჭოს წევრ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისხელმომწერ სახელმწიფოთა ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოსდეკლარირებულ ამოცანებს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებასთანდაკავშირებით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს პოლიტიკური ძალადობის უკანონო აქტს, რომელიცგიორგი ონიანის წინააღმდეგ ხელისუფლების უკანონო დაკვეთით განხორციელდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საქართველოში მოქმედ დიპლომატიურკორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დემოკრატიულ საზოგადოებას, ხმა აიმაღლონპოლიტიკურად მოტივირებული დევნის და დისკრიმინაციის აღმაშფოთებელი ფაქტისწინააღმდეგ”,-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.