განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახალ მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. როგორც ჟურნალისტებს ჯეჯელავამ განუცხადა, მიხეილ ჩხენკელს ორ მთავარ გამოწვევას უტოვებს:
”მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს ვუტოვებ სოფლის და უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე, მთავარ გამოწვევად ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე რაოდენობას. ეს არის ცენტრალური გამოწვევები.
მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს გრძელვადიან შედეგზე. დარწმუნებული ვარ, სწორი მმართველობის თუ ყოველდღიურ რუტინაში არ ჩავვარდებით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია ჩვენი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების სისტემა და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ახალ მინისტრს სამინისტრო გადააბარა.

