ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენ ყოველ კვირას მოვაწყობთ შოკს”: სააკაშვილი უკრაინელებს ახალ წელს პოროშენკოს გარეშე ჰპირდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს ჰპირდება, რომ ახალ წელს პეტრო პოროშენკოს გარეშე შეხვდებიან. თუ ის არ შეასრულებს მომიტინგეების მოთხოვნებს, ახალ წელს უკრაინა შეხვდება დღევანდელი ხელისუფლების გარეშე, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

“ჩვენ ყოველ კვირას მოვაწყობთ შოკს. ჩვენი რიგები ყოველდღიურად იზრდება. უნდა გავარღვიოთ საინფორმაციო ბლოკადა. პოროშენკოს კორუფციას სიკვდილი ელის. თუ 3 დეკემბრამდე ის არ შეისმენს ჩვენს მოთხოვნებს, ახალ წელს ვიზეიმებთ მის გარეშე”. – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან მორიგი მიტინგი გამართეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული ადამიანი.

იტვირთბა....