შვედეთის ნაკრებმა იტალიის ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშა. საპასუხო მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ “სკუადრა აძურა” 2018 წლის ჩემპიონატში ვერ ითამაშებს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა იტალიის ნაკრები მსოფლიო თასზე ვერ მოხვდა. პირველად ეს 1930 წელს მოხდა, როდესაც იტალიის ნაკრებმა ურუგვაიში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად კი ხანგრძლივი მგზავრობა დაასახელა.
რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრები გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ იტალიურმა გამოცემა Gazzetta dello Sport-მა ამ მარცხს „აპოკალიფსი“ უწოდა. ნაკრების კაპიტანმა, მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მატჩის დამთავრებისთანავე განცხადება გააკეთა, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან მიდის.
„ვწუხვარ არა ჩემს გამო, არამედ მთელი იტალიური ფეხბურთის გამო. ჩვენ დავმარცხდით რაღაც სხვა, სოციალურ დონეზე“, – ტიროდა ბუფონი, შვედეთთან მატჩის დასრულების შემდეგ.