ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შესაძლოა შვეიცარიაში საქართველოს ელჩი გახდეს.
პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წარმოდგენილი სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.
სამთავრობო ცვლილების მიხედვით, თანამდებობებს ტოვებენ გიორგი მღებრიშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიგლა აგულაშვილი, ვიქტორ დოლიძე და ილია ელოშვილი.
სამთავრობო კაბინეტში, ფინანსთა მინისტრის პოსტს რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს. განათლების მინისტრის თანამდებობაზე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელია წარდგენილი.
კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან გადის და კრიზისების მართვის საბჭოში ერთიანდება, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.