ერაყსა და ირანში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 335 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 2500-ს აღემატება.
70 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. რყევები იგრძნობოდა თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა.