ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. დაზარალდა დაახლოებით 4000 ადამიანი. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მათი ინფორმაციით, კერძოდ, კომპანია „საქართველომ“ დააზარალა 2343 მოქალაქე და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანია MFX Broker Georgia– 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი. კომპანია ევროკრედიტი – დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს.
“კვლევაში ასევე გამოიკვეთა ის ნიშნები, რაც ახასიათებს საქართველოში მოქმედ თაღლითურ კომპანიებს. ესენია:
აქტიური სარეკლამო მარკეტინგი და საბაზროზე მაღალი სარგებელი
დამალული/რთული ბიზნესმოდელი. აქცენტირება ყოველთვის კომპანიის წარმატებაზე და გაცემულ სახსრებზე ხდება.
საწევროს მცირე შენატანი და გამდიდრების მომხიბლველი შანსი ორგანიზაციამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავა.
ესენია: საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და პირამიდული ბიზნესის კრიმინალიზება მოსახლეობის აქტიური ინფორმირება საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ სარისკო კომპანიების გამოვლენა და ზედამხედველობა ბაზრის მუდმივი მონიტორინგი კომპანიების საქმიანობაში თაღლითური მეთოდების დროული გამოვლენა”,-ნათქვამია კვლევაში.