ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ჰაბ ჯორჯია“ პროკურატურას ახლადდანიშნული ფინანსთა მინისტრის საქმიანობის შესწავლას სთხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰაბ ჯორჯია“ რკინიგზის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით პრკურატურას მიმართავს. საქმე ეხება „რუსთავი 2“- ზე, გადაცემა „კვირის გამოძიებაში“ გასულ რეპორტაჟს, სადაც საუბარია სავარაუდო კორუფციულ სქემაზე და რკინიგზის არაფორმალურ მმართველებზე.

ორგანიზაციის შეფასებით, საეჭვო სქემები უშუალოდ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის მფარველობით ხორციელდებოდა და ამიტომ „ჰაბ ჯორჯია“ პროკურატურას ახლადდანიშნული მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.

ურუშაძის განცხადებით, იმ პერიოდში, როდესაც მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის მმართველი იყო, რკინიგზაში იკვეთებოდა კორუფციული და მონოპოლიური სქემები. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზის არაფორმალური მმართველები უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე არიან.

„ჩვენ არა ერთხელ მივმართეთ საქართველოს რკინიგზას, თუ რატომ ქმნიდა ის მონოპოლიურ სქემებს სარკინიგზო გადაზიდვებში, რა ინტერესი ქონდა საქართველოს რკინიგზას, იმიტომ რომ ამით ზარალდებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს რკინიგზა და საქართველოს სახელმწიფო. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ინტერესი არის რკინიგზის მაღალჩინოსნების კორუფციული და პირადი ანგარების ინტერესები. საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსნებზე გავლენა აქვთ არაფორმალურ მმართველებს, ეს არაფორმალური მმართველები არიან უჩა მამაცაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე,“ – აცხადებს ვასო ურუშაძე.

თავად რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და ახლადდანიშნული ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვასილ ურუშაძის ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზაში ფინანსური კუთხით ყველაფერი რიგზეა.

რაც შეეხება ბრალდებას უჩა მამაცაშვილსა და ფარცხალაძის შესახებ, მამუკა ბახტაძემ ვასო ურუშაძის ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა.

„საქართველოს რკინიგზაში მოქმედებს კორპორატიული მართვა, არსებობს შესაბამისი ბორდები, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის გამჭვირვალე კორპორატიულ მმართველობას. ის კითხვა, რაც თქვენ ბრძანეთ, პროფესიული თვალსაზრისით, არის არსს მოკლებული,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძე.

წყარო: rustavi2.ge 

იტვირთბა....