ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში, სამორინეში მოქალაქე თამაშის დროს გარდაიცვალა

წუხელ ქუთაისში, ერთ-ერთ სამორინეში, თამაშის დროს 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. დაწესებულების თანამშრომლები აცხადებენ, რომ მამაკაცი სამორინეში არ დაღუპულა. მათი ინფორმაციით, ის თამაშის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

თანამშრომლები ამბობენ, რომ მამაკაცი საავადმყოფოში გარდაცვალა. თუმცა სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მედიკოსებს პაციენტი ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

სამორინეში გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....