ესპანეთის პრემიერი ბარსელონას ეწვია. კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ეს მარიანო რახოის პირველი სტუმრობაა ბარსელონაში.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ესპანეთის პრემიერის მიზანია მხარდაჭერა გამოუცხადოს კონსერვატიული სახალხო პარტიის კანდიდატებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული პარტია 21 დეკემბერის რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც ესპანეთის პრემიერი ამბობს, არჩევნები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამეფებულ “სეპარატისტულ ქაოსს” ბოლოს მოუღებს.
შეგახსენებთ, რომ მარიანო რახოის ჩასვლამდე ბარსელონაში მასობრივი დემონსტრაცია მოწყო. აქციის მონაწილეები რეგიონის უკვე ყოფილი მთავრობის წევრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. დემონსტრანტებს ვიდეოხიდის საშუალებით კარლოს პუჩდემონმაც მიმართა. მან კატალონიელებს მადრიდისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა. კარლეს პუჩდემონი ამდრომდე ბელგიაში იმყოფება.