ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: სამინისტროები რომ შესამცირებელია, ამას ბიუჯეტიც გვიჩვენებს

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“როცა ვამბობთ, რომ ევროპული სტანდარტებით გვინდა განვვითარდეთ, ერთ-ერთი დასავლური სტანდარტი ისიც არის, რომ სამინისტროები მინიმალურია, შესაბამისად, ხარჯები და ბიუროკრატიაც მინიმალურია. ამის განხორციელება ყოველთვის გვიჭირს. ამ სირთულეს აქვს თავისი სუბიექტური მომენტები, არიან დაინტერესებული ადამიანები, ვინც იბრძვიან არსებული სამინისტროების შენარჩუნებისთვის და ობიექტური – იმისთვის, რომ შეამცირო სამინისტრო, უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ იმ საქმეს ვიღაც სხვა გააკეთებს, ანუ კერძო სექტორი. კერძო სექტორის განუვითარებლობა დიდხანს უშლიდა ხელს ასეთ ცვლილებებს. ახლა არის თუ არა კერძო სექტორი მზად იმისთვის, რომ შემცირდეს სამინისტროების რიცხვი და გასაკეთებელი სამუშაო დიდწილად თავის თავზე აიღოს, არ ვიცი, თორემ თუ შემცირება მოხდა იმის ხარჯზე, რომ ის საქმე, რაც გასაკეთებელი იყო, არ გაკეთდა, მაშინ შემცირება, რა თქმა უნდა, ხარვეზიანი იქნება, თორემ თავისთავად, სამინისტროები რომ შესამცირებელია, ამას ბიუჯეტიც გვიჩვენებს – უზარმაზარი თანხა იხარჯება და დახარჯულ სახსრებს შედეგი არ შეესაბამება. დიდი ბიუროკრატია თავის თავს აპაუზებს და საქმის კეთებას უშლის ხელს. თუ ეს არის ყველაფერი გათვალისწინებულია, მსგავსი ცვლილებები მისასალმებელია, მაგრამ ოპტიმიზმი ნაკლებად არის“, – განაცხადა საყვარელიძემ.

იტვირთბა....