მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბარათიას თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
“ბოლო მონაცემებით, საკუთარი არჩევანი დაახლოებით 4 პროცენტმა დააფიქსირა. ამ დრომდე საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი შესული არ არის და არჩევნები მშვიდ და წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს,” -განაცხადა გრიგოლ ბართაიამ.
მარტვილიში სულ 37 საარჩევნო უბანია გახსნილი.