ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაშურში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ხაშურის საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან “ქართული ოცნებიდან” გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ ნოზაძე.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის იმედო ლაცაბიძის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ამ განცხადებას არ ეთანხმება დამოუკიდებელი კანდიდატი. რამაზ ნოზაძის თქმით,”არის რაღაც მცდელობები, რომ სახელისუფლებო რესურსი იქნას გამოყენებული. ძირითადად თანამშრომლებზე, რომ მოვიდნენ და ხმა მისცენ. ასე აშკარად გარეთ, ქუჩაში არ დარბიან ჯერჯერობით და ვნახოთ რა იქნება შუადღის შემდეგ ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით სიწყნარეა”.

“ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი საპასუხოდ აცხადებს, რომ არანაირი უკანონო ქმედებისთვის ხელისუფლება არ ემზადება და ბრალდებები, რომელიც ისმის კონკურენტების ფანტაზიის ნაყოფია.

იტვირთბა....