ამდროისთვის, ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარია შესული.
როგორც ოლქის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, საჩივრები მცირე პროცედურული დარღვევების გამო დაიწერა.
ოლქის თავმჯდომარის თქმით, ორივე უბანზე პრობლემები აღმოფხვრილია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, აქედან ერთი სპეცუბანი. ქალაქში ჯამში 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.
ქუთაისში მერობისთვის მმართველი პარტიიდან გიორგი ჭიღვარია იბრძვის. ხოლო, მისი კონკურენტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძეა.