ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის კრიზისში რუსი ჰაკერების ჩარევაზე საუბრობს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა, მარია დოლორეს გარსიამ მთავრობის პრესმდივანთან ერთად მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
მათივე თქმით, სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაცია კატალონიის კრიზის შესახებ, ძირითადად, რუსეთისა და ვენესუელის ტერიტორიებიდან ვრცელდებოდა.
პრესმდივნისა და თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ევროპამ, ეს პრობლემა სერიოზულად უნდა აღიქვას, რადგან შესაძლოა, უცხოური ძალები კონსტიტუციური წესრიგის შეცვლას ცდილობენ.