ახალი ამბები მთავარი სპორტი

იქნება თუ არა კვირიკაშვილი: კანადასთან მატჩისთვის ბორჯღალოსანთა შემადგენლობა ცნობილი გახდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი, 2016 წლის თებერვლის, შემდეგ პირველად განაცხადში ვერ მოხვდა. მის ადგილს 15 ნომრის პოზიციაზე ახალგაზრდა სოსო მათიაშვილი დაიკავებს.

“აიას”  მორაგბე  მირიან მოდებაძე ნაკრებში პირველ კეპს მოიხვეჭს.  ვეტერანი გიორგი ჩხაიძე მარქაფაში იქნება, “ბინგო”  მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში ნაკრების კვართს 98-ჯერ მოირგებს.  “ბორჯღალოსანთა”  ნაკრებში შესაძლოა დებიუტი  გიორგი კვესელაძესაც ჰქონდეს, იგი სამატჩო განაცხადშია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

15. სოსო მათიაშვილი,  14. გიორგი კოშაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.

1.მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა,  4. კოტე მიქაუტაძე,   5. გიორგი ნემსაძე, 6. ლაშა ლომიძე,   7. ვიტო კოლელიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

მარქაფა

23. გიორგი კვესელაძე,  22. რევაზ ჯინჭველაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასიეშილი, 18. სოსო ბეკოშვილი, 19. გიორგი ჩხაიძე, გიორგი თხილაიშვილი.

საქართველოსა და კანადის მატჩი თბილისში “დინამო არენაზე” 11 ნოემბერს, გაიმართება.

შეხვედრა 18:00 საათზე, დაიწყება.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი.

sporter.ge

იტვირთბა....