ახალი ამბები მთავარი სამართალი

აზერბაიჯანმა ყაჩაღობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანმა, ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ძებნა გამოცხადებულია 42 წლის ჰუსეინ ჰამოევზე, 43 წლის რამაზ ლეშკაშელზე და ზაურ გივიაშვილზე, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილზე და 35 წლის ემილ გაჯიევზე.

აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაზარის რაიონში მდებარე ბუზოვნას დასახლებულ პუნქტში აღნიშნული ძებნილი პირები ადგილობრივი მცხოვრების ირადა ალიევას სახლში შეიჭრნენ. მათ სახლიდან დაახლოებით 55 ათასი აშშ დოლარი და 117 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობა გაიტანეს.

იტვირთბა....