ახალი ამბები მთავარი სამართალი

ერთდროულად 4 სპეცოპერაცია ფონიჭალაში: დაკავებულია 4 ადამიანი

ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულები უკვე გადაიყვანეს პოლიციაში. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

ტელეკომპანია იუწყება, რომ ფონიჭალაში ერთდროულად ოთხი სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. დაკავებულებიდან ორი მამაკაცია, ორი კი – ქალი. დაკავებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღებას გულისხმობს.

ჩატარდა სახლების ჩხრეკა, ამოღებულია მტკიცებულებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები ნივთმტკიცების სახით, რომელსაც უწყება დღის განმავლობაში გაავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში ფონიჭალაში სპეცოპერაციების შედეგად 30-მდე ადამიანია დაკავებული.

იტვირთბა....