ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

106 მსხვერპლი: გერმანელმა მედძმამ ექსპერიმენტისთვის პაციენტები მოკლა

ყოფილმა მედძმამ ნილს ჰიოგელმა 106 პაციენტი მოკლა, რაც მანამდე ნავარაუდევზე 16–ით მეტია. ეს საქმე გერმანიაში ქვემო საქსონიის მიწის პოლიციამ ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად გამოიძიეს.

ამის შესახებ პროკურატურისა და პოლიციის ერთობლივ პრეს–რელიზშია ნათქვამი.

ბოლო მონაცემებამდე, ნილს ჰიოგელი ორი პაციენტის მკვლელობის გამო გაასამართლეს. 2015 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. თავად ბრალდებული აცხადებს, რომ ქალაქ დელმენჰორსტისა და ოლდენბურგის საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში 90 პაციენტი წამლის სასიკვდილო დოზით მოკლა.

ჰიოგელის დანაშაულებრივი ქმედებები პირველად მისმა კოლეგამ 2005 წელს შენიშნა. მაშინ ინექციის შემდეგ პაციენტი გადარჩა, თუმცა მედძმა დააპატიმრეს და მას 7,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შემდეგ რამდენიმე ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მათ სხეულებშიც იყო მომაკვდინებელი პრეპარატის კვალი.

გერმანელი მედძმა აღიარებს, რომ პაციენტებს მომაკვდინებელ დოზას რეანიმირებისთვის გაზრახ უკეთებდა, რომ კოლეგების წინაშე თავი წარმოეჩინა.

იტვირთბა....