ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დახურული სხდომა მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დახურული სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს წევრების განცხადებით, დეტალებზე ჟურნალისტებთან სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

სავარაუდოდ შეხვედრა საერთო სასამართლოებში 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის საბჭოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია, რასაც საბჭოს ბოლო სხდომაზე ხმაური მოჰყვა. საბჭოს წევრები გვენეტაძისგან განმარტებებს ითხოვენ.

 

იტვირთბა....