ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გიორგი როყვა შსს-მ ჯანმრთელი და უვნებელი იპოვა

ოზურგეთში ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვა იპოვეს, -ინფორმაციას შსს ადასტურებს. უწყების ცნობით, როყვა განყოფილებაში გადაჰყავთ, რომ გაირკვეს,   სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა ის ბოლო ორი დღის განმავლობაში.

შსს-ს ცნობითვე,  როყვას არც დაზიანებები  აღენიშნება და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შალამბერიძის შტაბის წევრი გიორგი როყვას ადგილსამყოფელი 2 დღე უცნობი იყო. როყვა 8 და 9 ნოემბერს სამსახურში არ გამოცხადებულა. ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციაც კი გამართეს ამასთან დაკავშირებით. შსს-მ საქმის გამოძიება დღეს დაიწყო.

შსს-მ გიორგი როყვას გაუჩინარების შესწავლა დაიწყო

 

იტვირთბა....