ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაეთრიეთ აქედან”: ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)

მთაწმინდაზე, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე ინციდენტი მოხდა. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სადაც სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობდა, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე ორმა ქალმა პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პანთეონი ნომენკლატურული მწერლების საძვალედ არ უნდა იქცეს. ისინი ითხოვდნენ, რომ მთაწმინდის პანთეონიდან კეკე, გრიბოედოვი და ჭაბუა ამირეჯიბიც გადაასვენონ. მათი თქმით, აქციის მდუმარედ ჩატარებას აპირებდნენ, თუმცა ამის საშულება პანაშვიდზე მყოფმა ადამიანებმა არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ჯანსულ ჩარკვიანი რამდენიმე საათის წინ მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ის 86 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

Gepostet von EURUS am Donnerstag, 9. November 2017

იტვირთბა....