გარდაცვლილი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ მიუსამძიმრეს. ყოფილი პრემიერი მთაწმინდის პანთეონში მივიდა, სადაც გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდს ესწრება.
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდაზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მას პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ პოეტი 86 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.