ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,დინამოს” პრეზიდენტის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

თბილისის დინამოს ბაზასთან სამშენებლო კომპანია “ბაუ სთარის” თანამშრომლები და კლიენტები საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას წინააღმდეგ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა.  სასამართლოში საჩივარი “დინამოს” ხელმძღვანელობამ შეიტანა, რომელიც ბაზასთან ახლოს კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგება. დავა ამ საკითხის ირგვლივ წლებია გრძელდება.

დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბინები მათ 2018 წელს უნდა მიეღოთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უცნობია ეს თარიღი რამდენი ხნით გადაიწევს. თავად სამშენებლო კომპანია “ბაუ სთარის” წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ და მათთვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი.

იტვირთბა....