ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გია ნოდია: მჯერა, ქალებს რომ აშტერდებიან, როგორც ახალ ხორცს, არ იქნება სასიამოვნო

“მიშტერების კრიმინალიზაციის თემა სრულიად ლეგიტიმურად გახდა ღლიცინის ანუ ირონიის საგანი”, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წერს:

“საერთოდ სიკეთისა და სამართლიანობისთვის უდრეკი მებრძოლები უნდა შეეჩვიონ, რომ მათზე ხანდახან იღლიცინებენ, ამის გამო აგრესია ძალიან წამგებიანია.
მაგრამ მე ირონიის გარეშე მინდა ვთქვა. უცხო ადამიანზე მიშტერება არის უზრდელობა. მე ხშირად ვხდები საჯარო ადგილებში ასეთი მიშტერების საგანი (თუ „მსხვერპლი“ უნდა დავუძახო თავს?). მეეჭვება ამის უკან ეროტიული მოტივი იყოს, უფრო აჰა-განცდა („ეს ის ნოდია არ არის, რომელიც…“). არ მომწონს ნამდვილად. ქალი არ ვყოფილვარ და არ ვიცი, როგორია, მაგრამ მჯერა, რომ მათ რომ აშტერდებიან, როგორც ახალ ხორცს, არ იქნება სასიამოვნო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უზრდელობის კრიმინალიზაცია კარგი აზრია. ზოგ საკითხს კანონმა უნდა მოუაროს, ზოგს – კულტურამ.
P.S. ის, რომ რომელიღაც „კარგ ქვეყნებში“ ასეთი კანონები არსებობს, არგუმენტად არ გამოდგება. კარგ ქვეყანებს შეიძლება ზოგი ცუდი კანონიც ჰქონდეს. განსაკუთრებით სექსუალური შევიწროების გამო და განსაკუთრებით ამერიკაში ბევრი სისულელე მოიმოქმედეს, რაც არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიღოთ. ამის თქმა არანაირად არ ეწინააღმდეგება იმის აღიარებას, რომ სექსუალური შევიწროება სერიოზული პრობლემაა და მას ხანდახან კანონის ძალითაც უნდა ებრძოლო.”-წერს ნოდია.

 

უხამსი ხუმრობები, მიშტერება, სტვენა: პარლამენტში სექსუალურ შევიწროებაზე პეტიცია წარადგინეს

 

იტვირთბა....