უკრაინაში ქართველი სამხედრო მძიმედ დაიჭრა. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” ბატალიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა დაუდასტურა. მამულაშვილის ინფორმაციით, მებრძოლი მუცლის არეშია დაჭრილი და მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.
ბატალიონის მეთაურის განცხადებით, ქართველი სამხედრო ამ დროისთვის კომაში იმფება. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახი ჯერ-ჯერობით ინფორმირებული არ არის, მამულაშვილმა “მეტრონომთან” დაშავებულის სახელი და გვარი არ დააკონკრეტა. მისი თქმით, რამდენიმე დღეა, რაც რუსეთი შეტევაზე გადავიდა და ბოლო ორი კვირის განლობაში შეტაკებები უწყვეტად მიმდინაროებს. ბატალიონის მეთაური ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად უკრაინის მხრიდან 2-3 ადამიანი იღუპება და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, უკრაინაში, დონეცკის ოლქში, შეტაკებების შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გიორგი სარალიძე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი სამხედროების ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს და სწორედ ამ შეტაკებას ემსხვერპლა სარალიძე.
სარალიძე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ეხმარებოდა.