ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,2%-იდან 4,5%-მდე გაზარდა გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,2%-იდან(მაისის პროგნოზი) 4,5%-მდე გაზარდა. ინფორმაციას Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას EBRD ექსპორტისა და ტურიზმის მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირებს.

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში EBRD ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ელოდება. რეგიონის ქვეყნებისთვის კი მიმდინარე წლის პროგნოზი შემდეგია:

სომხეთი 3,5%
აზერბაიჯანი – 0,5%
ბელორუსი – 1,5%
მოლდოვა – 3%
უკრაინა – 2%
თურქეთი – 5,1%
რუსეთი – 1,8%

7 ნოემბერს ცნობილი გახდა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ფრანსუა პეშოს განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,5%-დან 4,3%-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....