ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ,,ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ,,სილქ თაუერს“ აშენდება

ბათუმში ,,ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ,,სილ ქროუდ ჯგუფი“ თანაინვესტირების ფონდის ფინანსური პარტნიორობით ,,სილქ თაუერს“ ააშენებს.

,,სილქ თაუერის“ მშენებლობის პირველ ეტაპზე ძირითადი მშენებლობის გარდა მის სიახლოვეს არსებული იახტ კლუბის კეთილმოწყობა და განვითარება იგეგმება. შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია, საცხოვრებელი კომპლექსის, მაღალი კლასის სასტუმროს, კაზინოს, კონგრესცენტრის, მულტიფუნქციური დარბაზისა და გასართობი ცენტრის მშენებლობა.

,,სილ ქროუდ“ ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი რამიშვილის განცხადებით, მთლიანი კომპლექსი ბათუმის სავიზიტო ბარათი გახდება.

პროექტის განხორციელებისთვის ,,სილქროუდმა“ და თანაინვესტირების ფონდმა აჭარის მთავრობას დამატებითი ტერიტორიების გადაცემა მოსთხოვა. იახტკლუბის გადაცემა იჯარით. ,,სილ ქროუდ ჯგუფს“ ამჟამად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ეკუთვნის, კონკრეტულად კი ეს ტერიტორია მისი შვილობილი კომპანია ,,რივიერასია“.

იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიას 1004 კვ. მ მიწის ნაკვეთს ბათუმის მთავრობას შპს ,,რივიერა ბიჩმა“ სთხოვა.
საკითხი დადებითად უკვე გადაწყვეტილია. ,,რივიერა ბიჩი“ მალტაში დაფუძნებული ოფშორული კომპანიაა.

მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.

თანაინვესტრირების ფონდში აცხადებენ,რომ, პროექტის დაახლოებითი ღირებულება 50 ათასი აშშ დოლარია.

როგორც ცნობილია, ,,სილქ თაუერის“ ადგილზე ,,ტრამპ თაუერის“ მშენებლობა იგეგმებოდა ,,სილქროუდის“ მოწვევით 2012 წელს ბათუმში დონალდ ტრამპიც იმყოფებოდა, კომპანიის მფლობელი რამიშვილის განცხადებით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ რეალობა შეიცვალა.
“ბატონ ტრამპს ძალიან მოეწონა საქართველო, ბათუმი და მომავალი „ტრამპ თაუერის“ ლოკაცია, რომელიც ჩვენი აზრით, საუკეთესოა ბათუმში და ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ და წარმატებულ პროექტს. მას შემდეგ, რაც ბატონი ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, რეალობა შეიცვალა. ჩვენ ერთობლივი შეთანხმებით შევწყვიტეთ ხელშეკრულება, მაგრამ პირადად მე და ჩვენ გუნდს არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ფიქრი ამ პროექტზე. ჩვენ გვინდა აჭარაში ავაშენოთ კომპლექსი, რომელიც ბათუმის განვითარების ახალი ეტაპი იქნება: “სილქ თაუერი” და მიმდებარე ტერიტორია, გარემო, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეტი ინვესტიციების მოზიდვაში და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებაში.
ჩვენი პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ამ პროექტის თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას,” –აცხადებს გიორგი რამიშვილი.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წელს.

იტვირთბა....