ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვალ თბილისის მერიაში დავით ნარმანია ბოლო სხდომას გამართავს

თბილისის მერიაში ხვალ, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, დედაქალაქის მთავრობა ბოლო სხდომას გამართავს.

თბილისის მთავრობის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება და მასზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 21 საკითხს განიხილავენ.

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე უფლებამოსილების შესრულებას 12 ნოემბრიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

იტვირთბა....