კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი ლტოლვილი ხდება. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ აღემატება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც სამშობლოში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ან პოლიტიკური დევნის შედეგად ლტოლვილები გახდნენ.
ამის შესახებ გერმანიაში მიმდინარე კლიმატთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმღალესი კომისრის წარმომადგენელმა განაცხადა.
გერმანული ჰუმანიტარულო ორგანიზაცია Deutsche Welthungerhilfe მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება შიმშილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
“კლიმატის ცვლილებები ყველაზე მეტად ღარიბ და მოშიმშილე ადამიანებზე აისახება. ყოველი წყალდიდობა ან გვალვა ათასობით ოჯახის საარსებო წყაროს ანადგურებს”- განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ბერბელ დიკმანმა.
გერმანიის ქალაქ ბონში გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ რიგით 23-ე კონფერენცია 6 ნოემბერს გაიხსნა. ფორუმში, რომელიც 17 ნოემბრამდე გაგრძელდება, მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან 25 000 დელეგატი იღებს მონაწილეობას. ისინი 2015 წელს პარიზში კლიმატის შესახებ მიღებული შეთანხმების განხორციელების გეგმებზე მსჯელობენ.