ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ძიძიგური: ლარი მოძრაობს ისე, როგორც სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი ვალუტა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან ლარის კურსის ცვალებადობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება გარკვეული თვალსაზრისით მოლოდინებს უკავშირდება:

„ლარს არავითარი პრობლემა არ აქვს, მოძრაობს ისე, როგორც უნდა იმოძრაოს სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელმა ეროვნულმა ვალუტამ. როცა ლარი თავის ნიშნულს მიაღწევს, სადაც ყველაზე მყარად იქნება, რამდენიმე ხნის მანძილზე იქ იქნება. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად მცოცავი კურსია და ეს რამდენიმე წელია ასე ხდება. სხვაგვარად, კომუნისტური მიდგომაც არსებობს. შეიძლება ლარი ხელოვნურად ერთ ადგილზე დააკავო და ამით ბიზნესის განვითარებას სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით. საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ლართან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა ისაა, რომ ლარი თავისუფალ მოძრაობაში უნდა იყოს და ხელოვნურად დაფიქსირებული არ უნდა იყოს. მეოთხე წელია, რაც ლარის გაუფასურებაზე ისეთი აჟიოტაჟი მიდის, რაც ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს”, – განაცხადა ძიძიგურმა.

ლარი კვლავ გაუფასურდა

 

 

იტვირთბა....