ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მარიამ ჯაში: არა ძალადობას და არა ლგბტ პროპაგანდას

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ფეხბურთელ გურამ კაშიას მონაწილეობით ლგბტ თემის მხარდამჭერ კამპანიას გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა, -ამის შესახებ “ნეტგაზეთი” წერს:

“გადაჭარბებულად მოხდა თუნდაც დროის რესუსრსის დათმობა აღნიშნული თემისთვის. ჩემი პოზიციაა – არა ძალადობას და არა ლგბტ პროპაგანდას. ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გარშემოც საკმარისი საზოგადოებრივი ჩართულობა არ გვაქვს, ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებს მოიცავს. ეს, ბუნებრივია, ასევე მოიცავს ნებისმიერი ქვეყნის კულტურული საფუძვლების და ტრადიციულ ჭრილში განხილვას. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, რომელსაც არ სჭირდება ასეთი დაპირიპირებული პოზიციები”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა “ნეტგაზეთთან”.

იტვირთბა....