ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სურსათის უვნებლობის სააგენტო “მხნეობის” პურის ინციდენტით დაინტერესდა

მწარმოებელი კომპანია “მხნე” ფაქტის გამოკვლევას თავადაც გეგმავს. პროდუქციის მთლიანი პარტია ამოიღო სუპერმარკეტმაც.

საკითხით სურსათის უვნებლობის სააგენტო უკვე დაინტერესდა.

შეგახსნებეთ, რომ მოქალაქე ამტკიცებდა, რომ პურში თაგვი აღმოაჩინა. მისი თქმით, პური ნუცუბიძის პლატოზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში შეიძინა. კითხვაზე, თუ რატომ ვარაუდობს, რომ პურში თაგვი იყო, ის ამბობს, რომ ეს აუტანელი სუნიდან გამომდინარე დაასკვნა.

როგორც დაზარალებულმა აღნიშნა, კომპანიას თავადაც დაუკავშირდა, თუმცა საპასუხოდ მათ პურის უკან დაბრუნება ურჩიეს. პურის ეტიკეტის მიხედვით, პროდუქტი კომპანია „მხნეობას“ ეკუთვნის.

იტვირთბა....