ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ თბილისის ხუთ რაიონს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება

ხვალ, 8 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება.

თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღუდება: ნაძალადევის, ვაკის, ისნის, მთაწმინდის, სამგორის.

ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის, ფეიქართა და ანდრონიკაშილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლუსინიანის, ბოდბეს, იალბუზის, სამასი არაგველის, ბოჭორმის და არბოშიკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის, ფორაქიშვილის, კაჭარავას, წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, იაშვილის, ლერმონტოვის, ამაღლების, ქიქოძის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების და ხვედელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....