საპენსიო სისტემაში საწყის ეტაპზე დაახლოებით 500-600 ათასი ადამიანი ჩაერთვება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ მოქალაქე საპენსიო რეფორმაში ჩაერთოს, აუცილებელია, რომ მოქალაქეს რაიმე ტიპის ფინანსური ბრუნვა ჰქონდეს.
“შეიძლება ყოველთვიური არა, მაგრამ გარკვეული შემოსავალი უნდა ფიქსირდებოდეს სისტემაში. ამას აქვს ერთი მიზეზი, სახელმწიფო უკეთებს კონტრიბუციას ნებისმიერ ადამიანს, ვინც სისტემაში მონაწილეობს. კონტრიბუციის განსახორციელებლად, შემოსავლების სისტემა უნდა ხედავდეს ფიზიკურად ადამიანს და მის შემოსავლებს. შესაბამისად ადამიანები, რომლებიც სისტემაში ფიქსირდებიან, იქნებიან ესენი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები, ინდმეწარმეები თუ ა.შ, ისინი სისტემაში მონაწილეობას შეძლებენ”,- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.