საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს და მის მთავრობას მილიონიანი მარშის მოწყობას ჰპირდება. სააკაშვილი მილიონების მარშს დღეს საღამოს, 18:30 საათზე აანონსებს.
მისი მომხრეები რადას წინ არიან შეკრებილები. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კიევში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების შეცვლის გეგმა აქვს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ისინი კიევში ფართომასშტაბიან აქციებს მიიღებენ. „თუ მილიონების მარში გსურთ, მიიღებთ”,- აცხადებს საააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კიევში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. სამთავრობო უბანს დაახლოებით ორი ათასი პოლიციელი იცავს.