ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„აღარასოდეს განმეორდება!“: პრემიერი 2007 წლის 7 ნოემბერზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს „ფეისბუქზე“ 7 ნოემბერს გადაღებული ფოტოთი ეხმაურება, რომელსაც მინაწერი აქვს: „აღარასოდეს განმეორდება!“.

დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი შესრულდა.

2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა. იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და ტელეკომპანიის მაუწყებლობა გაითიშა.

პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

იტვირთბა....