10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება, -ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
ამ პერიოდში რეგლამენტით გათვალისწინებული ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრონორმების შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება.
ორივე სადგურსა და სარემონტო ზონაში შეიცვლება ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით

