ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოქალაქეს ფარულად 11,01 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალა გადაჰქონდა- შემოსავლების სამსახური

30 ოქტომბრიდან 03 ნოემბერის ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი, 11,01 კუბ.მ ხე-ტყის მასალის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს:

” ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 6501,3 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი პირების მიმართ, შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა და ჩამოერთვათ საქონელი.”-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....