ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გაქვთ თუ არა უფლება მოითხოვოთ ე.წ შავი სიის გაუქმება

საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებები, მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აწარმოებენ პრობლემური სესხის ერთიან სიას, სადაც ხდება გადაუხდელი სესხების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და დავალიანების მქონე მოქალაქის ე.წ. ,,შავ სიაში“ შეყვანა, – ინფორმაციას საადვოკატო ბიურო OK&CG ავრცელებს:

” ამას თან ახლავს დავალიანების ამოღების მიზნით კრედიტორის არაერთჯერადი სატელეფონო შეტყობინებები, მუქარა, რომ მოვალეს ,,შავ სიაში“ ყოფნის გამო შეეზღუდება საქართველოდან გასვლის უფლება და ა.შ.

იცოდეთ, რომ ამგვარი მუქარა დაუშვებელია.

აღნიშნული ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, რადგან ისინი ვერ ახერხებენ ახალი სესხის აღებას სხვა კომპანიებიდან იმ პირობებშიც კი, როდესაც მათი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს განსაკუთრებულად ესაჭიროებათ.

საკრედიტო ორგანიზაციები უარს ამბობენ მოვალის ,,შავი სიიდან“ ამოღებაზე მაშინაც კი თუ კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ ხანდაზმულია.

თუ კრედიტორის უკანონო ქმედებებით თქვენი უფლებები ირღვევა, ვალდებულების შესრულების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ აღნიშნული სიიდან თქვენ შესახებ არსებული მონაცემის გაქუმება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.”-ნათქვამია მასალაში.

იტვირთბა....