ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფიო კილაძე: დადგა მომენტი, როცა ონიანმა პასუხი უნდა აგოს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გოგა ონიანის დაპატიმრებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გამოეხმაურა:

“როდესაც არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ მოგვწონს ის თუ არა. ზოგადად, ამ ადამიანის მიმართ პირადად მე ძალიან დიდი ხანია მაქვს კითხვები. კადრები, რომელიც ვიხილეთ, თუ რას აკეთებდა ეს ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ის დააკავეს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

გიორგი ონიანი დააპატიმრეს

 

იტვირთბა....