თურქეთის დასავლეთი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ბიძგები 4,4 მაგნიტუდის იყო. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი პროვინცია მაგლასთან დაფიქსირდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 5:40 საათზე მოხდა. ეპიცენტრი 42 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.
თურქეთი სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს და ხშირად ხდება მიწისძვრები. 20 ივლისს, ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა, მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრამ თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიები მოიცვა. ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო დროს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რეგიონში 1999 წელს მოხდა, რომლის შედეგადაც დაახლოებით 18 ათასი ადამიანი დაიღუპა.