ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ჟურნალისტებიც დააჯარიმეს

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდა ჟურნალისტებიც დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ TASS-ი ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ განაჩენი ლვოვის ოლქის სასამართლომ გამოიტანა.

საზღვარი სააკაშვილთან ერთად ქართველმა ჟურნალისტებმაც გადაკვეთეს. შესაბამისად დაჯარიმებულთა სიაში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები და ოპერატორებიც არიან. ჯარიმის გადახდა უცხოეულ ჟურნალისტებსაც მოუწოდევთ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი საპასპორტო კონტროლის გვერდით ავლით გადალახა, რაშიც მას მისი მხარდამჭერები დაეხმარნენ. ამ ფაქტს წინ უსწრებდა უკრაინის მხარის გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ქვეყანაში არშეშვების შესახებ, რომელიც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა თავის მომხრეებთან ერთად საზღვართან გააპროტესტა.

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე მოსამართლემ ჯარიმის სახით 3400 გივნის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა, რაც 130 აშშ დოლარს უდრის. მოსამართლე გადაწყვეტილებას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო.

იტვირთბა....