ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს-სა და ნატოს ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატოს ხომალდებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ერთობლივი წვრთნები მოიცავდა საზღვაო მანევრებს და აბორდაჟის ოპერაციებს, რაც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას გულისხმობს.

წვრთნების მიზანია ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

იტვირთბა....