ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

გიორგი ონიანი დააპატიმრეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ონიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა.

„ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ ქონია ფაქტიურად, ეს იყო შეთხზული ამბავი, რომელიც მოტივირებული იყო ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე თავისუფლება აღეკვეთათ გიორგი ონიანისთვის, მაშინ, როდესაც დაცვის მხარემ მართლაც რეალური მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის, სახალხო დამცველი წარვადგინეთ მოწმის სახით და მისი ჩვენება ამ საქმის გასაღებია“ – აცხადებს ადვოკატი, ბექა ბასილაია.

იტვირთბა....