ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტემპერატურა დაიკლებს: ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-8 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსია მოსალოდნელი.

9 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში 7-9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

იტვირთბა....