მომავალი წლის თებერვლიდან ენგურჰესი შესაძლოა სამი თვის განმავლობაში გაჩერდეს. ამის მიზეზი კაშხლის ერთ-ერთი გვირაბის რეაბილიტაციაა.
პროცესი შესაძლოა 6-ს თვემდეც გაგრძელდეს. ამ პერიოდში კი საქართველოს დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა მეზობელი სახელმწიფოებისგან მოუწევს.